Monday, March 2, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე.

მეცადინეობის დასაწისში შევიტანე შესწორებები გეგმაში.გადავხედე პორტფოლიოს საქაღალდეს, მასში შემავალ  ყველა ობიექტს  დავარქვი შესაბამისი სახელი.შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები,მივეცით რჩევეები.შემდეგ ეტაპზე ჩემი პორტფოლიო გადავიტანე ბლოგში link list-გაჯეტით(სიის გაჯეტით).ამ გაჯეტებს მომავალში აქტიურად გამოვიყენებ ჩემ საქმიანობაში. ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი.ჩემთვის  ნათელია, რომ დღევანდელ დღეს მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ  21 საუკუნის უნარ-ჩვევები ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია მუშაობა.პრაქტიკაში გამოვიყენებ ნასწავლ მასალას. ასეთი ტრენინგის ჩატარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს.

Tuesday, February 24, 2015

მერვე დღე.

            ვიმუშავეთ გეგმის სასწავლო პროცედურებზე. ეტაპობრივად გავწერე პროექტის მსვლელობა. ბლოგზე მუშაობისას გავიმეორე წინა დღის ნასწავლი მასალა -გაჯეტები.შევისწავლე ახალი გაჯეტის შექმნა,რომელსაც გამოვიყენებ პორტფოლიოს შესაქმნელად და სხვადასხვა ინფორმაციის დასახარისხებლად.

Monday, February 23, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე.

    გავიმეორეთ შეფასების რუბრიკები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,სადაც შევავსეთ სპეციალური საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისათვის მისაცემი დავალებების ნუსხა.ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ სურათის ჩასმა  და ფონის შეცვლა.გავეცანით გაჯეტებს. პრაქტიკაში გამოვიყენებ ნასწავლ მასალას.

Tuesday, February 17, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

          გავიმეორე წინა დღეს ნასწავლი მასალა.მოვიძიე სასურველი სურათები და გადავიტანე საქაღალდეში.გავეცანი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და ვიმუშავე მის შექმნაზე.განვიხილეთ სახელმძღვანელოში არსებულ პროექტის გეგმები და შევიმუშავე საკუთარი პროექტის პროცედურების გეგმა.გავეცანი სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს და მოვარგე ჩემს პროექტს.
  ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა დაგვეწერა სასწავლო პროექტის მიმდინარე პროცედურები. ნასწავლ მასალას გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.



Monday, February 16, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

                           
     მუშაობის პროცესში გავიმეორე გეგმა, დავამატე შეფასების მონახაზი. ინტერნეტიდან     მოვიძიე ის სურათები,რომელიც მჭირდება ჩემი პროექტისა და მოსწავლის    ნიმუშისთვის.დავიწყე მოსწავლეთა პრეზენტაციაზე მუშაობა.მეცადინეობა  შრომატევადი და საინტერესო იყო. აუცილებლად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას  პროექტების განხორციელებისას. მადლობა ქ-ნ ქეთევანს საინტერესო ტრენინგისათვის.


Tuesday, February 10, 2015

                                              ტრენინგის მეოთხე დღე.


               მეცადინეობა დაიწყო მიმართულების მიმცემი სამი საკვანძო კითხვის გარჩევით,
      განვიხილეთ შეფასების სამი ეტაპი და შევუსაბამე ჩემი პროექტის
      მიმდინარეობის სამივე ეტაპს.
           მომავალში პროექტებზე მუაშობისას აუცილებლად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.          


Monday, February 9, 2015

                                             ტრენინგის მესამე დღე.
გავიმეორეთ და  მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტის საქაღალდე.ინტერნეტში მოვიძიეთ  ჩვენი საგნის სტანდარტი და შევუსაბამეთ პროექტს.სტანდარტიდან, 21 საუკუნიდან და ბლუმის ტაქსონომიიდან განვსაზღვრე მიზანი .მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ  ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას. მეცადინეობა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.